Страницы

სადამრიგებლო ანგარიში

სსიპ ქალაქ თბილისის 108-ო საჯარო სკოლის

IXბ კლასის დამრიგებლის თეა დოლიძის

2015-2016 სასწავლო წლის I სემესტრის

ანგარიში

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ირიცხებოდა 29მოსწავლე, წავიდა ერთი

მოსწავლე, მოვიდა 1. სემესტრის ბოლოს ირიცხება 29. სასწავლო წლის დასაწყისში

განვახორციელე სადამრიგებლო პროგრამით დაგეგმილი აქტივობები: შევხვდი

მშობლებს და გავაცანი მათ შინაგანაწესი. ინდივიდუალურად შევხვდი პრობლემური

ქცევის მქონე ბავშვების მშობლებს. ერთობლივად შევადგინეთ მორიგეობის სია და

გადავანაწილეთ სხვადასხვა მოვალეობა.

I სემესტრში ჩავატარე სამი მშობელთა კრება. უზრუნველვყავი მშობლების შეხვედრა

საგნის მასწავლებლებთან. სისტემატურად ვატარებდი კლასის საათებს. დისკუსიების

მეშვეობით ვცდილობდი, პრობლემების არსის შეცნობისა და გაანალიზებისკენ

მიმემართა მათი ყურადღება.

I სემესტრის შედეგები დამაკმაყოფილებელია: შეუფასებელია გაცდენილი საათების გამო

1 მოსწავლე ო.ღვინიაშვილი. 28 მოსწავლე ასწრებს ------7-8 ქულაზე 8 მოსწავლე, 6-5

ქულაზე 20 მოსწავლე


ქ. თბილისის სსიპ N108 საჯარო სკოლის
IXკლასის დამრიგებლის თ. დოლიძის
წ  ლ  ი  უ  რ  ი    ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი
       მიმდინარე სასწავლო წელს სადამრიგებლო აქტივობები განვახორციელე ესგ–ით პრინციპებისა და მიმართულებების შესაბამისად. სისტემატიურად ვატარებდი კლასის საათს სხვადასხვა თემებზე: 
1."უფლებები და მოვალეობები“.
2."მასმედია და რეალობა"
3."ძალადობა ქალებზე"
4."გვახსოვდეს 9 აპრილი"
5."სიკეთე და ბოროტება"
   ასევე თებერვალში ჩავატარე დისკუსია ოკუპაციის თემაზე. მოსწავლეებმა შექმნეს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი პლაკატები და სლაიდშოუები. მოსწავლეებმა პარალელურ კლასთან ერთად მოინახულეს ოკუპაცის მუზეუმი. თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს წერილობით. ასევე მოვაწყვე დისკუსია  თემაზე "ქალი როლი საზოგადოებაში".განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში აზროვნების უნარის განვითარებას და ასევე მათ ინტეგრაციას საოგადოებაში.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში აღმზრდელობით საქმიანობაში სირთულეებს წავაწყდი გაცდენებთან დაკავშირებით. სისტემატურად ვუკავშირდებოდი პრობლემური ქცევის მოსწავლეთა მშობლებს (დ.კეპაშვილი, მ.სეფიაშვილი, ნ. მაჭავარიანი, გ.ბაბილაშვილი). ვცდილობდი მათ ინფორმირებას წარმოქმნილი პრობლემების ირგვლივ. წლის  9 მოსწავლეს მოუწიათ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარება:
1. ბაბილაშვილი გიგი
2. ბლიაძე ირაკლი
3. დოლაბერიძე ლევანი
4. კარტოზია დათო
5. სეფიაშვილი მარი
6. მაჭავარიანი ნიკა
7. ღვინიაშვილი ოთარი
8. ცერცვაძე ლიკა
9. კეპაშვილი დავითი
მოსწავლეებმა გამოცდები დაძლიეს დამაკმაყოფილებლად.
 ასევე ჩემმა სადამრიგებლო კლასმა მიიღო აქტიური მონაწილეობა მიიღო დედაენის დღისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში. შექმნეს თემატური სასკოლო გაზეთები.
   მაისში პროფორიენტაციის პედაგოგ თეა ხმალაძესთან ერთად მოვინახულეთ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი „აისი“. მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილებები წარმოადგინეს წერილობით. სასწავლო წლის განმავლობაში მუდმივად ვთანამშრომლობდი საგნის პედაგოგებთან და ვცდილობდი შედეგების გაუმჯობესებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий