Страницы

суббота, 25 июля 2015 г.

ეფექტური მუშაობის ხუთი ძირითადი ასპექტი

ეფექტური მუშაობის ხუთი ძირითადი ასპექტი



ასპექტი
მასწავლებლის    ქმედება
გაგება

შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიზნით ახალი ინფორმაციის განხილვა წინა მასალაზე დაყრდნობით.

სტრუქტურირება

გაკვეთილის მიძნის ჩამოყალიბება მასალის უკეთ გაგების მიზნით გაკვეთილის ორგანიზების საუკეთესო ფორმის შერჩევა და მოსწავლეთა ძირითადი მოსაზრებების შეჯამება.

მიმდევრობა

გაკვეთილის შინაარსის ლოგიკურად აწყობა. მეტაკოგნიციის მეთოდების გამოყენება.

ახსნა

ძირითადი საკითხების განსაზღვრა. მაგალითების მიცემა საკითხების ილუსტრაციისთვის. კონკრეტული და აბსტრაქტული მაგალითების გამოყენება.

წარდგენა

სიტყვების კარგად წარმოთქმა. საკმარისად ხმამაღლა ლაპარაკი. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.

ნიმუში ერთი გაკვეთილის მაგალითზე:
ასპექტი
მასწავლებლის ქმედება
გაგება
„მინდა შევქმნა ოჯახი“ სამოქალაქო კოდექსის გაცნობა. ქორწინების რეგისტრაციის კანონზე საუბარი.
სტრუქტურირება
კითხვა-პასუხი. დისკუსია.სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების წაკითხვა-გააზრება.
მიმდევრობა
საუბარი ნაადრევ ქორწინებაზე. ანკეტების შევსება. კითხვარის შედგენა.
ახსნა
უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მინი დისკუსია.თვითშეფასების სქემის შედგენა. საშინაო დავალების მიცემა.
წარდგენა
ახსნის დროს მეტყველების სტილზე კონტროლი. დისკუსიის მართვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий