Страницы

საგნობრივი ანგარიში

სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის  

თეა დოლიძის  2015-2016 სასწავლო წლის I სემესტრის

ანგარიში

მიმდინარე სასწავლო წელს ვმუშაობდი IXა  IXბ  Xა  Xბ  კლასებში. განვახორციელე 

შემდეგი აქტივობები. 

IXა ბ -სამოქალაქო განათლება-  ჩავატარეთ პრეზენტაცია „ჩემი კუმირი“- მოსწავლეებს 

დაევალათ მოიძიონ ინფორმაციები მათთვის მისაბაძი პიროვნებების შესახებ. 

ჩამოაყალიბონ, რა განაპირობებს მათ დადებით წარმოდგენებს მათზე. გაიმართა 

„ომი-კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხი“-მოსწავლეებს ევალებოდათ 

გაეცნონ ჟენევის კონვენციებს, გამოიკვლიონ,რა სახის საფრთხე  შეიძლება მიაყენოს 

მოსახლეობას ომის წარმოების შეუზღუდავმა გამოყენებამ.

„პანაშვიდიდან-უკვდავებაში“-მოსწავლეებს ევალებოდა  გაარკვიონ მთაწმინდისა და 

დიდუბის პანთეონებში დაკრძალული ადამიანების მოღვაწეობა. იმსჯელონ, რამდენად 

სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ ცნობილი ადამიანების დაკრძალვა აღნიშნულ 

IXა,ბ ისტორია -„ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის“ - პრეზენტაცია

 „თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნენ“ -დავით აღმაშენებლის ეპოქის 

მიმოხილვა“- მოსწავლეებს ევალებათ გამოიკვლიონ დიდი მეფის ცხოვრება და 

Xა,ბ- „მმართველობის ფორმები“-ჯგუფური პროექტის განხორციელება. ტოტალიტარული 

და დემოკრატიული მმართველობის ფორმების დახასიათება და კონკრეტული 

მაგალითების მოძიება.

„სახელმწიფოებრივი სიმბოლიკების მიმოხილვა ხუთი ქვეყნის მაგალითზე“- 

მოსწავლეებს ევალებათ, მიმოიხილონ სახელმწიფო რეგალიების სიმბოლური 

მნიშვნელობები ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და 

საქართველოს მაგალითზე.

   

ქ.თბილისის სსიპ N108 საჯარო სკოლისისტორიისა და
სამოქალაქო განათლების პედაგოგის თ.დოლიძის
წ  ლ  ი  უ  რ  ი      ა  ნ  გ  ა რ  ი შ  ი

   მიმდინარე სასწავლო წელს ისტორიას ვასწავლიდი IX IXბ  კლასებში,ხოლო სამოქალაქო განათლებას IХ, IX, X, X კლასებში. მეორე სემესტრიდან ჩავატარე დისკუსი შაჰ–აბასის საქართველოში ლაშქრობის შესახებ, რომელზეც მიმოვიხილე მე–16 საუკუნეში ქართლისა და კახეთის სამეფოების საგარეო–პოლიტიკური კურსი. ასევე განვიხილეთ ქართლისა და კახეთის ქრისტიანი მეფეების თეიმურაზII-ის და ერეკლეII–ის ბიოგრაფიები. სისტემატურად ვმუშაობდით დიაგნოსტიკურ ტესტებზე რომლებიც დაფუძნებული იყო კავშირებისა და პარალელების მოძიებაზე, ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვასა და არგუმენტების დასაბუთებაზე. ისტ ტექნოლოგიის გამოყენებით IX კლასებმაშექმნეს სლაიდ შოუ თემაზე: „საქართველოს დიდი მეფეები“. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობდნენ, რათა შეექმნათ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეII-ის მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები.
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელობაზე 1802–1832  წლებში.ჩავატარე დისკუსია თემაზე „აჯანყებები საქართველოში“, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მთიულეთის, კახეთის, ქართლისა და გურიის აჯანყებების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ისტორიაში.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ძირითადადორიენტირებული ვიყავი დამოუკიდებელი აზროვნებისა და დასაბუთებული მსჯელობის განვითარებაში. ჩავატარე დისკუსია თემაზე: „პოლიტიკოსი–ლიდერი“. ვისაუბრეთ პოლიტიკოსი–ლიდერის თვისებებზე და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილკანონმდებლებზე. ჩავატარე დისკუსია თემაზე: „ადრეული ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარები“, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მუდმივად ვამოწმებდი მათ ცოდნას სამოქალაქო ტერმინების შესწავლის მიზნით. შევქმენით სლაიდშოუები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების დამღუპველი მოქმედების თემაზე. ყურადღებას ვაქცევდი სახალისო საქმიანობის წარმართვას, რათა ამემაღლებინა მათი შინაგანი მოტივაცია ამ საგნის შესწავლის მიმართ.






Комментариев нет:

Отправить комментарий