2015-2016 სასწავლო წელს განსახორციელებელი პროექტების
გეგმა
პროექტების მიზანი: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებით
მიღწეული შედეგის წარმოჩინება. დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის
ამაღლება.
IXა,ბ -„გავთავისულდეთ
მავნე ჩვევებისაგან“- მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ასოციალური ქცევების მქონე ადამიანთა
ცხოვრების შესახებ ნარკოტიკზე ალკოჰოლზე და თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანთა ცხოვრების
შესახებ ინფორმაციები სლაიდშოუების სახით.
„ჩემი კუმირი“- მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაციები
მათთვის მისაბაძი პიროვნებების შესახებ. ჩამოაყალიბონ, რა განაპირობებს მათ დადებით
წარმოდგენებს მათზე.
„არ მოტყუვდე“- მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაციატრეფიკინგის
მსხვერპლთა შესახებ. განსაზღვრონ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგები. ჩაატარონ
კვლევა ერთი კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე.
„ომი-კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამბოხი“-მოსწავლეებს
ევალებათ გაეცნონ ჟენევის კონვენციებს, გამოიკვლიონ,რა სახის საფრთხე მიაყენოს მოსახლეობას
ომის წარმოების შეუზღუდავმა გამოყენებამ.
„პანაშვიდიდან-უკვდავებაში“-მოსწავლეებს ევალებათ გაარკვიონ
მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონებში დაკრძალული ადამიანების მოღვაწეობა. იმსჯელონ,
რამდენად სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ ცნობილი ადამიანების დაკრძალვა აღნიშნულ ადგილებში.
„ჯანსაღი საბაზრო კონკურენცია-ეკონომიკის განვითარების
საწინდარი“- ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია დიდი ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული
ფასების შესახებ, გაარკვიონ რამდენად ისჯება ეს ქმედება საქართველოს კანონმდებლობით.
Xა,ბ-
„მმართველობის ფორმები“-ჯგუფური პროექტის განხორციელება. ტოტალიტარული და დემოკრატიული
მმართველობის ფორმების დახასიათება და კონკრეტული მაგალითების მოძიება.
„სახელმწიფოებრივი სიმბოლიკების მიმოხილვა ხუთი ქვეყნის
მაგალითზე“- მოსწავლეებს ევალებათ, მიმოიხილონ სახელმწიფო რეგალიების სიმბოლური მნიშვნელობები
ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და საქართველოს მაგალითზე.
„მონათვაჭრობა და ლეკიანობა XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში“-
მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ. გამოიყენონ ლიტერატურული
მაგალითები.
„სიკვდილით დასჯა-არაჰუმანური აქტი“- მოსწავლეებს ევალებათ,
წარმოაჩინონ სიკვდილით დასჯის ისტორიული და თანამედროვე მეთოდები ამერიკის შეერთებული
შტატების მაგალითზე. იმსჯელონ სასჯელის არაჰუმანურობაზე.
„მასმედია-მეოთხე ხელისუფლება“-მოსწავლეებს ევალებათ
გაარკვიონ მასმედიის როლი ადამიანთა ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. კონკრეტულად, მათ
მიერ ფაქტების დამახინჯებაზე.
„1991-2000 წლების საქართველო“- მოსწავლეებს ევალებათ
მიმოიხილონ 90-იანი წლების ეპოქა და პოლიტიკური პროცესები.
IXა,ბ
- „თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნენ“
-დავით აღმაშენებლის ეპოქის მიმოხილვა“- მოსწავლეებს ევალებათ გამოიკვლიონ დიდი მეფის
ცხოვრება და მოღვაწეობა.
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“- საქართველოს ოკუპაციის
მიმოხილვა 1921 წელს“- მოსწავლეებს ევალებათ, მიმოიხილონ ისტორიული რეალობის ასახვა
ქართულ ლიტერატურაში.
„ბაგრატიონთა დინასტია“-მოსწავლეებს ევალებათ ბაგრატიონტთა
სხვადასხვა შტოს შესახებ ინფორმაციების მოძიება და გამიჯვნა.
„გვახსოვდეს 1937“- მოსწავლეებს ევალებათ, მიმოიხილონ
საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ისტორიები, რეპრესიების მასშტაბი და რეაბილიტაციის ეპოქის გააზრება.
„ქართველები მეორე მსოფლიო ომში“- მოსწავლეებს ევალებათ
გამოიკვლიონ ქართველების მონაწილეობის მონაცემები, როგორც საბჭოთა ხელისულების დამცველთა
ასევე ფაშისტური გერმანიის პოლიტიკის მომხრეების, მიხედვით.
„სწორუპოვარი თამარის უნიათო შვილები“- მოსწავლეებს
ევალებათ, გამოიკვლიონ ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მოღვაწეობა და მათ დროს მიმდინარე
პოლიტიკური პროცესები.
Комментариев нет:
Отправить комментарий