პრობლემა და მისი გადაჭრის სქემა
პრობლემა
|
1. დროის რესურსის არაეფექტურად გამოყენება
2. ინდივიდუალური შეფასება
3. მიზნის შედეგთან არარელევანტურობა
4. შეფასების არავალიდურობა და არაობიექტურობა
5. ტრანსფერის და ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში დარჩენის ალბათობა
| ||
მიზეზები
| ||
1.დიდ დროს ვუთმობ მოსწავლეთა ორგანიზებას. ახალი მასალის ახსნას. ვერ ვასწრებ ზოგჯერ შეფასებისას კომენტირებას. ვერ ვახერხებ ზოგჯერ გამოკითხვას.
|
2.ძირითადად ვიყენებ კითხვა-პასუხის რეჟიმს, ზოგჯერ არ ვითვალისწინებ მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ახალი მასალის გაგებისას,
|
3.მოსწავლეები იგებენ მასალის მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელს, შემაჯამებელი მუშაობის დროს ვლინდება მოსალოდნელზე უფრო ცუდი შედეგი.
|
4. ძირითადად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასებებს. ზოგჯერ ვერ ვითვალისწინებ მოსწავლის მცდელობებს პრობლემების გადაწყვეტისას. ზოგჯერ ნაკლებად ვაწარმოებ შემაჯამებელი მუშაობის შემდეგ შეცდომების ანალიზსს.
|
5.ნაკლებად მივმართავ არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობას.
მოსწავლეთა ნაწილი არ აწარმოებს თვითშეფასების სქემას. ნაკლებად ვიყენებ პრობლემების გადაჭრისას კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი მიდგომის გზას.
|
გადაჭრის გზები
1.დროის ლიმიტის სწორი განსაზღვრა და ამ მიზნით დაკვირვების დღიურის წარმოება.
2.მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინება და, ჯგუფური მუშაობის გარდა, დამოუკიდებელი მუშაობის გააქტიურება.
3.სასწავლო პროცესში დისკუსიების, სიმულაციური თამაშების ხშირი გამოყენება. ტესტირება შესწავლილი თავების შეჯამების მიზნით.
4.ხშირი კონტაქტი კოლეგებთან და კათედრის სხდომაზე შეფასების კრიტერიუმების მიმოხილვა. სანდოობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და ვალიდურობაის მიზნით შეფასების სქემის გადახედვა და კომენტირება.
5.არსებული ცოდნის თვითშეფასების სქემების გამოყენება. მეტაკოგნიციის უნარის გაძლიერება, სხვა საგანთან და მოვლენასთან ტრანსფერის მიზნით მოდელირების, მეტაფორების გამოყენება.
|